დაცვის თანამშრომელი
"ვიტა ინვიტრო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი პირობები
- ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, მარიჯანის ქ. №2ბ
- სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ მორიგეობა (24-საათიანი ცვლა)
- ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები
- კლინიკის ტერიტორიის, ქონების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- პაციენტებისა და ვიზიტორების წესრიგის მეთვალყურეობა;
- ვიდეომეთვალყურეობის სისტემების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება;
- შიდა განაწესისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.
განაცხადის შეტანის წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: "დაცვის თანამშრომელი".