სხვადასხვა
"EPAM" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. SAP BTP არქიტექტორი / SAP BTP Architect
EPAM ეძებს SAP BTP Architect-ს, რომელიც დააპროექტებს და მართავს SAP BTP-ზე დაფუძნებულ მასშტაბურ კორპორატიულ გადაწყვეტებს. იმუშავებ ბიზნესის წარმომადგენლებთან, SAP არქიტექტორებთან და დეველოპერების გუნდებთან ერთად.
რას გააკეთებ
- განსაზღვრავ SAP BTP-ის არქიტექტურას, სტანდარტებსა და მართვის წესებს
- დააპროექტებ ინტეგრაციებს SAP-ისა და სხვა სისტემებს შორის
- ხელმძღვანელობ SAP Integration Suite-ისა და API მართვის სტრატეგიას
- ხელს შეუწყობ AI გადაწყვეტების დანერგვას, მათ შორის Joule-სა და გენერაციულ AI-ს
- ჩამოაყალიბებ CI/CD-ისა და უსაფრთხოების პრაქტიკებს
ვის ვეძებთ
- 2+ წლიანი გამოცდილება კორპორატიულ, გადაწყვეტების ან ინტეგრაციის არქიტექტურაში
- SAP BTP სერვისების სიღრმისეული ცოდნა (SAP Integration Suite, SAP HANA Cloud, SAP Event Mesh)
- CAP-ის, ABAP Cloud-ის, Node.js-ის, Java-სა და Fiori-ს ცოდნა
- Cloud Foundry-ის, Kyma-სა და Kubernetes-ის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა B2+/C1 დონეზე
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/h7ngVU
2. SAP Cloud Integration-ის უფროსი/წამყვანი დეველოპერი
EPAM ეძებს Senior/Lead SAP Cloud Integration Developer-ს, რომელიც SAP-ისა და სხვა სისტემებს შორის საიმედო ინტეგრაციებს შექმნის და დახვეწს. ამ როლში მთავარ როლს ითამაშებ ახალი თაობის ინტეგრაციების შექმნასა და სისტემების თანამედროვე პლატფორმებზე გადატანაში.
რას გააკეთებ
- შექმნი ინტეგრაციის ნაკადებს SAP Cloud Integration-ში
- გადაიტან სისტემებს SAP PO-დან Cloud Integration-ზე და Neo-დან Cloud Foundry-ზე
- დანერგავ მოვლენებზე დაფუძნებულ ინტეგრაციებს (SAP Event Mesh, Kafka, RabbitMQ)
- უზრუნველყოფ ინტეგრაციების უსაფრთხოებასა და საიმედოობას
- გამოიყენებ საუკეთესო პრაქტიკებს და შექმნი მრავალჯერადად გამოსაყენებელ გადაწყვეტებს
ვის ვეძებთ
- 3+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება SAP Cloud Integration-ში (Integration Suite)
- სისტემების PO-დან CI-ზე და Neo-დან Cloud Foundry-ზე გადატანის გამოცდილება
- Groovy-ის კარგი ცოდნა და პროგრამირების ძლიერი საფუძველი Java-ში ან ABAP-ში
- BTP-ის უსაფრთხოების, OAuth 2.0-ისა და SAP Cloud Connector-ის ცოდნა
- მინიმუმ ორ SAP გადაწყვეტასთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. SAP S/4HANA, SuccessFactors)
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/vacancy-ge-senior-lead-sap
3. SAP EWM-ის წამყვანი კონსულტანტი
EPAM ეძებს SAP EWM-ის წამყვან კონსულტანტს, რომელიც რთულ SAP გარემოში საწყობის მართვის გადაწყვეტების დაპროექტებასა და დანერგვას უხელმძღვანელებს.
რას გააკეთებ
- უხელმძღვანელებ SAP EWM გადაწყვეტების დაპროექტებასა და დანერგვას, მათ შორის ნულიდან დაწყებულ (Greenfield) პროექტებზე
- წარმართავ პროექტს სრულ ციკლზე: დიზაინიდან სისტემის გაშვებამდე
- შექმნი მასშტაბირებად გადაწყვეტებს საწყობისა და ლოჯისტიკის პროცესებისთვის
- უზრუნველყოფ EWM-ის შეთანხმებულ მუშაობას SAP S/4HANA-ს ეკოსისტემასთან
- იქნები კლიენტის სანდო მრჩეველი და ბიზნესის მოთხოვნებს ეფექტიან გადაწყვეტებად აქცევ
ვის ვეძებთ
- 7+ წლიანი გამოცდილება SAP EWM-ში, საკონსულტაციო კომპანიაში
- დანერგვის პროექტების გამოცდილება სრულ ციკლზე, სასურველია Greenfield პროექტებზე
- საწყობის მართვისა და ლოჯისტიკის პროცესების სიღრმისეული ცოდნა
- SAP S/4HANA-ს ეკოსისტემისა და Fiori-ს ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
- უპირატესობა: SAP BTP-ის, SAP MM-ისა და SD-ის ცოდნა.
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/vacancy-ge-lead-sap
4. SAP IBP-ის უფროსი კონსულტანტი
EPAM ეძებს SAP IBP-ის უფროს კონსულტანტს, რომელიც კლიენტებისთვის მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვის ტრანსფორმაციას წარმართავს. შენი გადაწყვეტები დაეხმარება კომპანიებს პროგნოზების სიზუსტის, მარაგების ეფექტიანობისა და მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში.
რას გააკეთებ
- უხელმძღვანელებ SAP IBP-ის დანერგვას სრულ ციკლზე: მოთხოვნების შეგროვებიდან სისტემის გაშვებამდე
- გამართავ SAP IBP-ის მოდულებს: Demand, Supply & Inventory, S&OP და Control Tower
- ჩაატარებ სამუშაო შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათ პროცესებს გადაწყვეტებად აქცევ
- დააკავშირებ SAP IBP-ს SAP S/4HANA-სთან, SAP ECC-სა და სხვა სისტემებთან
- დაეხმარები გუნდის ნაკლებად გამოცდილ კონსულტანტებს და მონაწილეობას მიიღებ ახალი პროექტების მოზიდვაში
ვის ვეძებთ
- 3+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება SAP IBP-ის დანერგვასა და გამართვაში
- მინიმუმ ორი SAP IBP მოდულის სიღრმისეული ცოდნა
- SAP S/4HANA-სთან ან SAP ECC-სთან ინტეგრაციის გამოცდილება
- მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვის პრინციპების ცოდნა
- კლიენტებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარების გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/vacancy-ge-senior-sap
5. SAP PaPM-ის წამყვანი დეველოპერი / საგადასახადო ტექნოლოგიების სპეციალისტი
EPAM ეძებს SAP PaPM-ის წამყვან დეველოპერს, რომელიც კორპორაციული მოგების გადასახადის ახალი თაობის გადაწყვეტებს შექმნის. პროექტი შექმნის ეტაპზეა, ამიტომ სისტემას ნულიდან ააწყობ და მის ფორმირებაზე პირდაპირ გავლენას მოახდენ.
რას გააკეთებ
- შექმნი ფინანსურ და საგადასახადო გადაწყვეტებს SAP PaPM-ში (Cloud)
- გამართავ დაგეგმვისა და ანგარიშგების მოდელებს SAP Analytics Cloud-ში
- რთულ საერთაშორისო საგადასახადო რეგულაციებს ფუნქციურ პროგრამულ უზრუნველყოფად აქცევ
- შექმნი ინსტრუმენტებს Pillar 2 (BEPS)-ის, IFRS-ის საგადასახადო აღრიცხვის, ქვეყნების მიხედვით ანგარიშგების, ტრანსფერული ფასწარმოქმნისა და ჰიპერინფლაციის მიმართულებით
ვის ვეძებთ
- მინიმუმ 5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება SAP PaPM-სა (Cloud) და მონაცემთა მოდელირებაში
- 1+ წლიანი ხელმძღვანელობის გამოცდილება
- SAC-ის, ABAP-ისა და ფინანსების ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
- უპირატესობა: საგადასახადო პროცესების, განსაკუთრებით საგადასახადო აღრიცხვისა და ტრანსფერული ფასწარმოქმნის ცოდნა.
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/vacancy-ge-lead-sap-papm
6. SAP Basis არქიტექტორი
EPAM ეძებს გამოცდილ SAP Basis არქიტექტორს, რომელიც SAP სისტემების არქიტექტურას, ტრანსფორმაციასა და ეფექტიან მუშაობა