მეტყველების თერაპევტი
"საზოგადოება ბილიკი" აცხადებს კონკურსს მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე - რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში.
ადგილმდებარეობა: გორი, ჩოჩიშვილის ქ.N8, "საზოგადოება ბილიკის " ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მეტყველების თერაპევტის (ლოგოპედის) სრული კურსის სერტიფიკატი;
- ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის მშობლებისთვის გაცნობა. შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და საჭიროებების განვითარების მიზნით, ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის შემუშავება
- ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის განხორციელება ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და მშობლებისთვის გაცნობა, მშობლის/ძირითადი მომვლელისთვის ბავშვთან მუშაობის ტექნიკების/მეთოდების სწავლება
- შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა და შემთხვევის მენეჯერის ფუნქციის შესრულება, მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა შემთხვევის მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით
- ბავშვის პირადი საქმის წარმოება
- საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება
- ანგარიშის წარდგენა პროგრამით დადგენილ ვადებში
მოთხოვნები:
- ბავშვებთან ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება
- ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით მუშაობა
- მშობლებთან ინტერვიუს ჩატარების გამოცდილება
- ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპების ცოდნა
- გუნდური მუშაობის პრინციპის უნარი
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე და subject-ში მიუთითეთ "მეტყველების თერაპევტის ვაკანსია".
აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.