9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

0M3RKW49 გამოქვეყნდა 19 ოქტ 25 ნახვა

მეტყველების თერაპევტი

საზოგადოება ბილიკი გარე განცხადება
გორი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 ნოე

"საზოგადოება ბილიკი" აცხადებს კონკურსს მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე - რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში.

ადგილმდებარეობა: გორი, ჩოჩიშვილის ქ.N8, "საზოგადოება ბილიკის " ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მეტყველების თერაპევტის (ლოგოპედის) სრული კურსის სერტიფიკატი;
  • ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

  • ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის მშობლებისთვის გაცნობა. შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და საჭიროებების განვითარების მიზნით, ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის შემუშავება
  • ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის განხორციელება ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და მშობლებისთვის გაცნობა, მშობლის/ძირითადი მომვლელისთვის ბავშვთან მუშაობის ტექნიკების/მეთოდების სწავლება
  • შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა და შემთხვევის მენეჯერის ფუნქციის შესრულება, მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა შემთხვევის მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით
  • ბავშვის პირადი საქმის წარმოება
  • საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება
  • ანგარიშის წარდგენა პროგრამით დადგენილ ვადებში

მოთხოვნები:

  • ბავშვებთან ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება
  • ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით მუშაობა
  • მშობლებთან ინტერვიუს ჩატარების გამოცდილება
  • ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპების ცოდნა
  • გუნდური მუშაობის პრინციპის უნარი

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე და subject-ში მიუთითეთ "მეტყველების თერაპევტის ვაკანსია".

აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა