9,152 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0NW97KN0 გამოქვეყნდა 24 სექ 9 ნახვა

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი

ქიმიის მასწავლებელი

ქუთაისი სრული განაკვეთი განათლება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 15 ოქტ

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი სკოლა პროგრესი მასწავლებელთა გუნდში ეძებს ქიმიის მასწავლებელს, ქალაქ ქუთაისში.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით. გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში!

დატვირთვა: კვირაში 6 საათი. თანამდებობის დასახელება: ქიმიის მასწავლებელი ადგილების რაოდენობა: 1 სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, დ. აღმაშენებლის N20. გრაფიკი: არა სრული

ფუნქციები და მოვალეობები: - თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსწავლეების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას; - მაქსიმლურად ზრუნავს და ორიენტირებულია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობაზე; - სწავლების პროცესში ახდენს ინიციატივების მაქსიმალურ გამოვლენას, რათა სწავლების სტანდარტი მუდმივად განვითარდეს; - ჩართულია სასწავლო პროცესის დაგეგმარებასა და აღსრულების პროცესში; - ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს და მოსწავლის მუშაობას; - შესაბამისი საგნის პროგრამის ფარგლებში კვალიფიციურად უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის წარმართვასა და სასკოლო სასწავლო გეგმის მოთხოვნების განხორციელებას ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; - წარმოადგენს წლიურ სამუშაო გეგმას, შესაბამისი საგნის სასწავლო პროგრამას/სილაბუსს სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცებამდე გონივრულ ვადაში; - საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად მუშაობს მოსწავლესთან; - იღებს მონაწილეობას მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში, როგორც სკოლის ფარგლებში, ისე მის გარეთ; - იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების, პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმებს; - იცავს სკოლის შინაგანაწესს და სხვა შიდა სტანდარტითა თუ აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებს; - სასწავლო პროცესის განვითარებასთან ერთად, მაქისმლურად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

საჭირო სასწავლო მასალითა და მეთოდოლოგიური ლიტერატურით მასწავლებელს უზრუნველყოფს სკოლა.

მოთხოვნები: - აკადემიურ სფეროში ან კერძოდ მოსწავლესთან მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური ენის დონეზე ცოდნა (სასურველია B1); - ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება; - თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების პრინციპების ცოდნა სწავლების დონეზე ჩაითვლება უპირატესობად; - სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული კანდიდატები ისარგებლებენ უპირატესობით.

პირობები: - საათობრივი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და სტატუსზე. - შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება დამატებითი შესარჩევი ეტაპები: - გასაუბრება და საჩვენებელი გაკვეთილი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოგზვანეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე; სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ქიმიის მასწავლებელი. საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.

კანდიდატების შერჩევა და გასაუბრებები დაიწყება განაცხადების შემოსვლისთანავე. შესაბამისად, ვაკანსია შესაძლოა შეივსოს განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვამდეც. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ნუ გადადებთ CV-ის გამოგზავნას.

სკოლა დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები შეინახება და დამუშავდება კონფიდენციალურობის სრული დაცვით!

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა