9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

0PB8M02D გამოქვეყნდა 13 ოქტ 44 ნახვა

გაყიდვების სპეციალისტი

VitrA x Merlons გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში −31% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,728 ₾ · 20 განცხადება ბოლო ვადა: 14 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორაციულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად, ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს VitrA-ს (აბაზანის სანტექნიკა-ინვენტარის) შოურუმისთვის.

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 1 ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსები გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე, 10:00-19:00 სთ (დასვენების დღეების შეთანხმებით)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის პროდუქტის, სერვისებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის საფუძვლიანი ცოდნა;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია - მომხმარებლისათვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევა შეთავაზება;
  • ინფორმაციის სწორად აღრიცხვა 1C პროგრამაში;
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია, ჩაითვლება უპირატესობად)
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
  • პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
  • კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
  • შედეგებზე მიბმულ ბონუსსა და პრემიას;
  • მზარდ ანაზღაურებასა და ეფექტურ საბონუსე სისტემას;
  • ყოველთვიურ თიმბილდინგსა და სახალისო აქტივობებს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების სპეციალისტი "

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:

https://merlons.ge/ka/ https://www.facebook.com/Merlons.ge

http://vitra.com.ge/ https://www.facebook.com/VitraGeorgia

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა