ხორცპროდუქტების კონსულტანტი
ხორცპროდუქტების საფირმო მაღაზია აცხადებს ვაკანსიას ხორცპროდუქტების კონსულტანტის პოზიციაზე!
ვეძებთ კომუნიკაბელურ, მოწესრიგებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების მაღალხარისხიან მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების თავაზიანი მიღება და მომსახურება;
- ხორცის სახეობებისა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლის საჭიროების შესაბამისად პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქციის ფასებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის საჭიროების შესაბამისად პროდუქციის აწონა და შეფუთვა;
- ვიტრინაში პროდუქციის მოწესრიგებული განთავსება;
- ფასებისა და პროდუქციის მარკირების სიზუსტის კონტროლი;
- პროდუქციის ვარგისიანობისა და შენახვის პირობების მონიტორინგი;
- სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- გამოცდილება ხორცპროდუქტების გაყიდვების სფეროში;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- თავაზიანობა, ყურადღებიანობა და მოწესრიგებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამუშაო გარემოს.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
- გრაფიკი: ცვლებში შეთანხმებით;
- ანაზღაურება: საათობრივი დატვირთვისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.