სამედიცინო შემთხვევების მართვის და ანაზღაურების მენეჯერი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.
ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.
სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე სამედიცინო შემთხვევების მართვის და ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- დაზღვეულების მიღება-მომსახურება: დაზღვეულის იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ჩაბარება, შემთხვევების დარეგულირების ჩათვლით დელეგირების ფარგლებში;
- ყველა საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა: განხილული ქეისების პასუხის შეტყობინება ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით;
- დაზღვეულის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და ხარვეზების გამოვლენა, ადგილზე დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა, ასევე საჭიროების შემთხვევაში განხილვის შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა;
- საგარანტიოსთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარება და პროგრამულად ასახვა;
- განხილული დოკუმენტაციის მოწესრიგება, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია ქრონოლოგიურად შესაბამის საქაღალდეებში;
- ამბულატორიულ მომსახურებასა და მედიკამენტებზე, მიმართვების გაცემა, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ელექტრონულად.
- ვიწრო სპეციალისტზე, ლაბორატორიულ-ინსტუმენტულ კვლევებსა და მედიკამენტებზე მიმართვების გაცემა დანიშნულების ფურცლით ან მის გარეშე დიაგნოზის, ჩივილების საფუძველზე და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით;
- მიმართვების გაგზავნა პროვაიდერ კლინიკაში ელექტრონულად;
- საჭიროების შემთხვევაში დაზღვეულისთვის ვიზიტის დაჯავშნაში დახმარება (ოჯახის ექიმთან ვიწრო სპეციალისტთან, კვლევებზე) სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურებაში დახმარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
- იგივე სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
წარმატებებს გისურვებთ!