ინგლისურენოვანი დისპეჩერი
ცხადდება ვაკანსია ინგლისურენოვანი დისპეჩერის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომლებიც შეუერთდებიან ჩვენს გუნდს დისპეჩინგის მიმართულებით. სამუშაოს მთავარი მიმართულებაა ინგლისურენოვან მომხმარებლებთან/პარტნიორებთან კომუნიკაცია, პროცესების მართვა და ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია.
მოთხოვნები: - ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო დონე აუცილებელია); - კარგი კომუნიკაციის უნარები; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სწრაფად სწავლის უნარი; - კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა; - გამოცდილება დისპეჩინგში ჩაითვლება უპირატესობად (არასავალდებულო).
რას გთავაზობთ: - კონკურენტულ ანაზღაურებას; - ბონუს სისტემას; - პროფესიულ განვითარებას დისპეჩინგის სფეროში; - მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; - საჭიროების შემთხვევაში ტრენინგს.
სამუშაო გრაფიკი: - ორშაბათი – პარასკევი - 20:30 - 5:30
ანაზღაურება: Junior Dispatcher (ინგლისური + ტრენინგი): 1500–2500 ₾ ფიქსირებული + ბონუსები
თუ ფლობთ ინგლისურ ენას და გსურთ განვითარება საერთაშორისო მიმართულებით, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.