ავეჯის დიზაინერი
ახლი • SAKHLI — ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის თანამედროვე და ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს საცხოვრებელი სივრცეებისთვის.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ავეჯის დიზაინერს, რომელიც ჩაერთვება როგორც მომხმარებლებთან კომუნიკაციაში, ისე დიზაინისა და პროექტის მომზადების პროცესში.
ძირითადი მოვალეობები: - კლიენტთან შეხვედრა და მისი მოთხოვნების გაანალიზება; - სამზარეულოს, საძინებლის, მისაღები ოთახის, ჰოლის, აბაზანისა და სხვა სივრცეების ავეჯის დიზაინის შექმნა; - 3D ვიზუალიზაციების მომზადება; - ტექნიკური ნახაზებისა და დეტალური პროექტის მომზადება წარმოებისთვის; - მასალების, ფერების, მექანიზმებისა და ფურნიტურის შერჩევა;
ჩვენ გთავაზობთ: - თანამედროვე და პროფესიონალური სამუშაო გარემო; - საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; - ანაზღაურება 2000-2500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად); - სტაბილურ გუნდში მუშაობა.
ვფიქრობთ, რომ შენ ჩვენი გუნდის წევრი უნდა გახდე, თუ: - გაქვს ავეჯის დიზაინის გამოცდილება; - კარგად ფლობ 3ds Max / Corona, AutoCAD, SketchUp-ს ან შესაბამის პროგრამებს; - კარგად გრძნობ სივრცეს, პროპორციებს, ფერებსა და მასალებს; - ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; - შეგიძლია მომხმარებლის სურვილი რეალურ და ფუნქციურ დიზაინად აქციო.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ. პოზიცია: ავეჯის დიზაინერი ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით (2000-2500 ლარი)
თუ გიყვარს ინტერიერი, დიზაინი და გინდა შექმნა ავეჯი, რომელიც რეალურად ხდება სივრცის ნაწილი — გამოგვიგზავნე შენი CV და პორტფოლიო.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.