უმცროსი მექანიზაციის სპეციალისტი
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მექანიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: https://www.primeconcrete.ge/
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს
ვაკანსიის დასახელება: უმცროსი მექანიზაციის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: ფოთი
განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური/პროფესიული განათლება მექანიკის, ინჟინერიის, ავტო-მექანიკის ან შესაბამის სფეროში;
** სამშენებლო ტექნიკის ან სხვა მძიმე ტექნიკის მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** B, C კატგორიის მართვის მოწმობა
** კომპიუტერული პროგრამების MS Excel-ისა და MS Word-ი ცოდნა
** მსგავ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
მოვალეობები:
** სამშენებლო ტექნიკისა და მექანიზმების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** ტექნიკის ყოველდღიური ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება;
** სამშენებლო ტექნიკის გეგმიური და პრევენციული ტექნიკური მომსახურება;
** ტექნიკის მცირე გაუმართაობებისა და დაზიანებების გამოვლენა;
** ტექნიკის შეკეთებისა და სერვისის პროცესში მონაწილეობა;
** ტექნიკის ზეთის, ფილტრების, სითხეების და სხვა ძირითადი კომპონენტების მდგომარეობის კონტროლი;
** სამშენებლო ტექნიკის გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
** ტექნიკური პრობლემების დროული გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ტექნიკის მოვლა-შენახვისა და სამუშაო ადგილის მოწესრიგების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.