გრაფიკოს დიზაინერი/ოფსეტური ბეჭდვის სპეციალისტი
სარეკლამო კომპანია "PIXELWAY" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკოს დიზაინერის/ოფსეტური ბეჭდვის სპეციალისტის პოზიციაზე.
პირობები
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გობრონიძის ქ. 1 (მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარედ)
ძირითადი მოვალეობები
- სარეკლამო პროდუქტების გრაფიკული დიზაინის შექმნა;
- სხვადასხვა საბეჭდ მოწყობილობასთან მუშაობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- რომელიმე გრაფიკული პროგრამის ცოდნა (მაგ. Corel Draw)
პიროვნული უნარ-ჩვევები
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შესასრულებელ პროექტზე და მასთან დაკავშირებულ დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სიახლეების ათვისების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე.