8802 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0YMJNYCY გამოქვეყნდა 29 სექ 3 ნახვა

სინაპს ჯორჯია

სინაპს ჯორჯია

სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი

სინაპს ჯორჯია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ოქტ

შპს სინაპს ჯორჯია სამედიცინო მასალების, ინსტრუმენტებისა და აპარატურის მომწოდებელი კომპანიაა. ჩვენი კლიენტები არიან კლინიკები და სამედიცინო დაწესებულებები.

ვეძებთ მიზანდასახულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან სამედიცინო გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გაგვიზიარებს ჩვენს მიზნებს და გაიზრდება ჩვენთან ერთად.

მოვალეობები

  • არსებულ კლინიკებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება
  • ახალი კლიენტების მოძიება და მათთან გაყიდვების პროცესის წარმართვა (B2B)
  • კლიენტებისთვის სამედიცინო მასალების, ინსტრუმენტებისა და აპარატურის პრეზენტაცია და კონსულტაცია
  • კომერციული წინადადებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმართვა
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და კლიენტთა ბაზის გაფართოება
  • ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი
  • კლიენტების ბაზის წარმოება და სტაბილური კომუნიკაცია შეკვეთების, მიწოდებისა და გადახდების საკითხებზე

რას ველოდებით შენგან

  • გამოცდილება B2B გაყიდვებში (სასურველია სამედიცინო ან ფარმაცევტულ სფეროში)
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ჩატარების უნარი
  • ქართული ენის თავისუფლად ცოდნა; რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა დამატებითი უპირატესობაა
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტაცია
  • MS Office-ის (Excel, Word) და CRM სისტემებთან მუშაობის ცოდნა
  • მზაობა კლიენტებთან პირად შეხვედრებზე სიარულისთვის
  • მართვის მოწმობა B კატეგორიის (სავალდებულოა)

უპირატესობა იქნება

  • საკუთარი ავტომობილი
  • სამედიცინო ან ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • კლინიკებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული კონტაქტები

რას გთავაზობთ

  • კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + პრემია გაყიდვებზე დამოკიდებულებით
  • ოფიციალურ დასაქმებას
  • პროფესიულ განვითარებასა და ზრდის შესაძლებლობას
  • მეგობრულ გუნდსა და მხარდამჭერ გარემოს
  • დაწყებისას პროდუქციისა და გაყიდვების პროცესის გაცნობის სწავლებას

როგორ მოგვმართო

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სინაპს ჯორჯია
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა