შიდა განვადების ოპერატორი
შპს „ემბავუდ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას შიდა განვადების ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლებისთვის შიდა განვადების პირობების შესახებ კონსულტაციის გაწევა; - განვადების განაცხადების მიღება, დამუშავება და სისტემაში ასახვა; - საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება; - განვადებით შეძენილი პროდუქციის შეკვეთებისა და გადახდის პირობების კონტროლი; - მომხმარებელთა გადახდებისა და არსებული დავალიანებების მონიტორინგი; - ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ მომხმარებლებთან კომუნიკაცია; - განვადებებთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება; - გაყიდვებისა და ფინანსურ დეპარტამენტებთან თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით); - საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება; - გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — „შიდა განვადების ოპერატორი“.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.