პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

10PKYG1N გამოქვეყნდა 12 ნოე 14 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

გენერატორის სერვისი გარე განცხადება
₾1000 / თვეში შესვლა და განაცხადი

−55% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,226 ₾ · 140 განცხადება

გამოქვეყნდა 12 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 13 დეკ

შპს"გენერატორის სერვისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი ხელფასი: 1000 ₾ (ხელზე ასაღები) + ბონუსი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ:

შპს "გენერატორის სერვისი" ემსახურება დიზელის გენერატორებს: ახორციელებს გეგმიურ ტექნიკურ მომსახურებას, დიაგნოსტიკას, შეკეთებას და სათადარიგო ნაწილების მიწოდებას. ჩვენი კლიენტები არიან კომპანიები, სასტუმროები და საწარმოები მთელი საქართველოს მასშტაბით. გუნდის გასაფართოებლად ვეძებთ ენერგიულ და მიზანზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს.

მოვალეობები

  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება (ბიზნეს ცენტრები, სასტუმროები, საწარმოები, სამედიცინო დაწესებულებები და სხვ.)
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება
  • სერვისული კონტრაქტების, გეგმიური მომსახურების და შეკეთების შეთავაზებების გაყიდვა
  • კომერციული შეთავაზებების და ინვოისების მომზადება
  • კლიენტებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები
  • გაყიდვების მონაცემების აღრიცხვა და ანგარიშგება
  • ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია შეკვეთების დროულად შესასრულებლად

მოთხოვნები

  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება, სასურველია B2B სფეროში
  • კომუნიკაციის და მოლაპარაკების კარგი უნარი
  • Microsoft Office-ის (Word, Excel) ცოდნა
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • მართვის მოწმობა (სასურველია)

უპირატესობა მიენიჭება

  • ენერგეტიკის, ელექტრო მოწყობილობების ან ტექნიკური სერვისების სფეროში გამოცდილებას
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნას
  • არსებულ საქმიან კონტაქტებს კორპორატიულ სექტორში

ჩვენ გთავაზობთ

  • ფიქსირებულ ხელფასს 1000 ₾ (ხელზე ასაღები)
  • ბონუსს, რომლის ოდენობა განისაზღვრება გასაუბრებისას, გამოცდილების მიხედვით
  • პროფესიულ ზრდას მზარდ კომპანიაში
  • სერვისის ტექნიკური მხარის შესწავლას გამოცდილ გუნდთან ერთად
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი"

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა