სამეწარმეო უნარების ტრენერი
STEVE JOBS AMERICAN ACADEMY აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამეწარმეო უნარების ტრენერი პოზიციის დასახელება: სამეწარმეო უნარების ტრენერი მდებარეობა: ქ. ბათუმი ჩვენს შესახებ: სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია საქართველოში არის ინოვაციური საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელსაც აქვს რამდენიმე ფილიალი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მისიაა 6-დან 16 წლამდე ახალგაზრდების აღზრდა მომავლის გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებად. ჩვენი პროგრამები 2008 წლიდან ხორციელდება მსოფლიოს უკვე 100-ზე მეტ ქვეყანაში, აღიარებულია Harvard University-ს მიერ და სერტიფიცირებულია Google-ისა და Microsoft-ის მიერ. ვის ვეძებთ: ვის ვეძებთ: თუ გინდა იყო ის ადამიანი, ვინც შთააგონებს მომავალ ლიდერებს, ვინც მოსწავლეებთან ერთად სწავლობს, ქმნის და ცვლის წესებს. თუ აზროვნებ ინოვაციურად და ტექნოლოგიებს უყურებ როგორც შესაძლებლობებს, თუ მზად ხარ განათლების სტანდარტული ჩარჩოს გასარღვევად და გსურს იყო ნაწილი აკადემიის, სადაც მომავალი ლიდერები იზრდებიან, მაშინ შემოგვიერთდი!
პოზიციის მიმოხილვა: ტრენერი წარმართავს ტრენინგებს სამეწარმეო უნარებში 6-დან 16 წლის მოსწავლეებთან ეს არის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის კურიკულუმიც, თითოეული ტრენინგის დეტალური გეგმა და მეთოდოლოგიური ჩარჩო დეტალურად არის გაწერილი და ტრენერი ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო სტანდარტი.
ტრენერის კვალიფიკაცია: - უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე (ტრენინგები ტარდება ინგლისურ ენაზე) - უნდა ჰქონდეს სამეწარმეო უნარებში შესაბამისი ფორმალური ან არაფორმალური განათლება ან გამოცდილება. - უპირატესობა მიენიჭება ტრენინგების ჩატარების ან სტარტაპ პროექტების განხორციელების გამოცდილების მქონე კანდიდატს.
უნარ-ჩვევები: - ინოვაციური აზროვნება და შთამაგონებელი კომუნიკაცია – უნდა შეეძლოს ბავშვების შთაგონება იდეების შექმნაზე და განხორციელებაზე, ფლობდეს ემოციურ ინტელექტს, მოტივაციის გაღვივების და გულწრფელი, პოზიტიური კომუნიკაციის უნარს. - პასუხისმგებლობა, დისციპლინა და დროის მართვა – ვალდებულებებისადმი მაღალი პასუხისმგებლობა და სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის უნარი. - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება – მუდმივად უნდა ეცნობოდეს ტექნოლოგიურ მიღწევებს, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის პროგრესს და შეეძლოს მათი გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში.
სამუშაო დრო: კვირას, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე (დღეში 6 ტრენინგი, თითოეული 75 წუთის ხანგრძლივობით). ანაზღაურება: NET - თვეში 750 ლარიდან 1100 ლარამდე (დამოკიდებულია ტრენერის კვალიფიკაციასა და მიღწეულ შედეგებზე). ტრენერის პოზიციის დაკავება: ტრენერის პოზიციის დაკავებამდე, იგი გადის პროცედურულ, პროგრამულ და მეთოდოლოგიურ ON Board ტრენინგს, რათა პროგრამა განახორციელოს არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თუ ტრენერს არ აქვს ტრენერობის გამოცდილება, ასეთ შემთხვევაში, იგი ასევე გადის ანაზღაურებად სტაჟირებას ტრენერის პოზიციის დასაკავებლად.
სამუშაო აღწერილობა:
ტრენინგების ხარისხიანად და შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა, კერძოდ: - თავისი საქმიანობის განხორციელებისას, შრომითი ხელშეკრულების, სამუშაო აღწერილობის, თანამდებობრივი ინსტრუქციების, შესაბამისი პროგრამული გაიდლაინებისა და სხვა შიდასამართლებრივი აქტებიპოზიტიური და დემოკრატიული სასწავლო გარემოს შექმნის უნარი; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი ბავშვებთან და მათ მშობლებთან; - პასუხისმგებლობის მაღალი გძნობა; - დროის ონგანიზება და დისციპლინა; - მოსწავლისადმი მზრუნველი და სამართლიანი დამოკიდებულება.ს ზედმიწევნით დაცვა; - ტრენინგების ჩატარება წინასწარ განსაზღვრული სასწავლო ცხრილისა და სასწავლო გეგმის შესაბამისად, მათ შორის, ტრენინგების თემატიკის, ტრენინგის შინაარსის, მეთოდოლოგიისა და თანმიმდევრობის სასწავლო გეგმასთან სრული შესაბამისობით; - ტრენინგის ჩატარება ინგლისურ ენაზე და მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას, ქართული ენის გამოყენება; - ტრენინგის მსვლელობისას, მაქსიმალურად პოზიტიური და პროფესიული გარემოს შექმნა სტუდენტთა მიერ სასწავლო კურსის შესაბამისი ცოდნისა და უნარების გამომუშავებისთვის და ტრენინგის მიმართ მუდმივად ინტერესის შენარჩუნებისთვის; - მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი და ამის შესახებ არაუგვიანეს თვეში ერთხელ კომპანიის მმართველ გუნდსთვის უკუკავშირის მიწოდება; - ყოველი ტრენინგის დასრულების შემდეგ, უკლებლივ იმ მატერიალური რესურსების შემოწმება, რომლებიც გამოყენებულ იქნა ტრენინგის მსვლელობისას, (საჭიროებისასა ფოტოზე დაფიქსირება) და მატერიალურ რესურსების გადასცემა შესაბამისად უფლებამოსილი პირისთვის; - ტრენინგის ჩატარებისას სტუდენტების ინტერესთა მუდმივი გაღვივების უზრუნველყოფა, ხოლო რომელიმე სტუდენტისგან ტრენინგის მიმართ ინტერესის დაკარგვის შემთხვევაში, დაუყივნებლივ ზემდგომი პირის ინფორმირება და შესაძლებლობის ფარგლებში, სტუდენტის კვლავ დაინტერესების მცდელობა; - საჭიროებისას, მშობელთა საკომუნიკაციო ჯგუფში უკუკავშირის გაგზავნა; - სტუდენტის მიერ ყოფაქცევის წესების დარღვევის, ან მისი აკადემიური ჩამორჩენის საყურადღებო შემთხვევების გამოვლენა და ზემდგომ პირთან კონსულტაციის შემდეგ, მშობელთან კომუნიკაციის დამყარება; - ტრენენგის გაცდენის ან დაგვიანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უშუალო ხელმძღვანელის/ხელმძღვანელებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა ტრენერით ჩანაცვლების უზრუნველყოფა; - ყოველ ტრენინგზე ტრენინგის დასახელებებისა და სტუდენტთა აღრიცხვის წარმოება (პორტალზე), ხოლო სტუდენტის მიერ ტრენინგის გაცდენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; - რომელიმე სტუდენტის გადინების შემთხვევაში, გადინების მიზეზების დადგენა და დაუყოვნებლივ ზემდგომი პირის ინფორმირება; - შუალედური და დასკვნითი გამოცდებისთვის სტუდენტების მომზადება; - აკადემიის შენობაში რაიმე შეფერხების, ასევე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ზემდგომი პირის ინფორმირება.
ლოიალობა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, კერძოდ: - ნებისმიერი პრობლემის თუ უკმაყოფილების, მათ შორის, სხვა დამსაქმებლისგან მიღებული შეთავაზების, თუ ოჯახური მიზეზების გამო, ტრენერის მიერ თავისი ფუნქცია-მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების რისკის წარმოშობის შემთხვევაში, აკადემიის დირექტორის და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და შესაძლებლობის ფარგლებში, პირველ რიგში, აკადემიის ადმინისტრაციასთან პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების წარმოება; - დამსაქმებლის მიერ მიწოდებული სასწავლო მასალების ზედმიწევნით შესწავლა და დამსაქმებლის ორგანიზებით და ხარჯით ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება. ასევე, თუ რომელიმე პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.