9332 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

13GDVH04 გამოქვეყნდა 27 ოქტ 5 ნახვა

გარდერობის მომსახურების თანამშრომელი

Askaneli Falestra გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე

კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას გარდერობის მომსახურების თანამშრომლის პოზიციაზე.

"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ; სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე (18:00-00:00 სთ);

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუმრების ტანსაცმლისა და პირადი ნივთების მიღება და გაცემა;
  • ტანსაცმლის უსაფრთხოდ და წესრიგის დაცვით განთავსება;
  • გარდერობის ნომრების გაცემა და კონტროლი;
  • სტუმრებთან თავაზიანი და კორექტული კომუნიკაცია;
  • წესრიგისა და სისუფთავის დაცვა გარდერობის სივრცეში;
  • დაკარგული ნივთების დაფიქსირება და შესაბამისი პირების ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კვება;
  • Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე. სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა