მიმტანი
პიცერია "ლა გამბა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
Instagram: https://www.instagram.com/lagamba.tbilisi
სამუშაო გრაფიკი: "ლა გამბა" მუშაობს ყოველდღე 12:00-დან 00:00-მდე — დილის ცვლა 12:00-18:00 და ღამის ცვლა 18:00-00:00. მიმტანს შეუძლია იმუშაოს როგორც 6 საათი, ისე 12 საათი. ცვლის ხანგრძლივობის და სამუშაო დღეების რაოდენობის შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად.
ანაზღაურება: საათში მიმტანის ანაზღაურება ხელზე 7.5 ლარია + თიფი, რომელიც ნაწილდება მიმტანებზე. ხელფასის მოცულობა დამოკიდებულია მიმტანის ნამუშევარ საათებზე — საორიენტაციოდ, ანაზღაურება თიფის ჩათვლით მოიცავს 800-დან 1, 200 ლარამდე.
დამატებითი პირობები:
- ერთჯერადი უფასო კვება ცვლის მანძილზე
- საღამოს ცვლის შემთხვევაში ტაქსით მგზავრობის დაფინანსება
მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და მომსახურება
- შეკვეთების მიღება, პროგრამა FINA-ში აღრიცხვა და სამზარეულო/ბარისთვის გადაცემა
- კერძების/სასმელების სერვირება მაგიდაზე
- მაგიდების მომზადება და დალაგება
- ონლაინ შეკვეთების (Wolt/Glovo/Bolt) მიღება, ჩალაგება და კურიერისთვის გადაცემა
- ანგარიშსწორება სტუმართან
- სამუშაო სივრცის სისუფთავის დაცვა
პიროვნული უნარები:
- კომუნიკაბელურობა
- ყურადღებიანობა
- გუნდური მუშაობა
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- სტაბილურად კვირაში მინიმუმ 30 საათის დაკავების შესაძლებლობა
გამოცდილება:
- სასურველია მიმტანად მუშაობის გამოცდილება.
- შერჩეული კანდიდატები გაივლიან ორდღიან გადამზადებას ადგილზე, "ლა გამბას" სამუშაო პროცესების გასაცნობად.
სამუშაო ადგილი: 1 პეტრიაშვილი, ღვინის ქარხანა N1 (https://maps.app.goo.gl/k5pnizrctiZj5Ff56)
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე — გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.