მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი - ღამის ცვლა
"დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი (ღამის ცვლა).
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:
- სწრაფი გადახდის აპარატის მართვის სისტემის მონიტორინგი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
- სწრაფი გადახდის აპარატის სიგნალიზაციის მონიტორინგი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
- მონიტორინგის პროცესში საეჭვო და საყურადღებო მოვლენების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
- შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.
სავალდებულო საკლვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები;
- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- ანალიტიკური, სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი, რისკების შეფასების უნარი.
სამუშაო განრიგი: ოთხ ღამეში ერთხელ; სამუშაო საათები: საღამოს 21:00 სთ-დან დილის 09:00 სთ-მდე, არაუმეტეს კვირაში 40 საათისა; სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა #106; ხელფასი: ანაზღაურება ხელზე ასაღები 1, 520 ლარი; გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე 2026 წლის 15 ოქტომბრამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.