აკადემიური კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ" 2026 წლის 25 აგვისტოდან აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:
საკონკურსო ვაკანსია:
მიმართულება - კომპიუტერული ქსელები
** პროფესორი- 1 ვაკანსია. საგანთა ჯგუფი - თანამედროვე ქსელური ტექნოლოგიები, ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, ღრუბლოვანი გამოთვლები; ** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 2 ვაკანსია. საგანთა ჯგუფი - თანამედროვე ქსელური ტექნოლოგიები, ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, ღრუბლოვანი გამოთვლები; ** ასისტენტ პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია. საგანთა ჯგუფი - თანამედროვე ქსელური ტექნოლოგიები, ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, ღრუბლოვანი გამოთვლები.
მიმართულება - პროგრამირება
** პროფესორი - 2 ვაკანსია. საგანთა ჯგუფი - დაპროგრამების ენა: C++, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია: ** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია. საგანთა ჯგუფი - დაპროგრამების ენა: C++, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია; ** ასისტენტს პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია. საგანთა ჯგუფი - დაპროგრამების ენა: C++, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია: ** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია. საგანთა ჯგუფი - მანქანური სწავლება, ღრმა სწავლება; ** ასისტენტ პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია. საგანთა ჯგუფი - მანქანური სწავლება, ღრმა სწავლება.
მიმართულება - მონაცემთა ანალიტიკა
** პროფესორი- 1 ვაკანსია. საგანთა ჯგუფი - მონაცემთა ანალიტიკა, დიდი მონაცემების დამუშავება; ** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია. საგანთა ჯგუფი - მონაცემთა ანალიტიკა, დიდი მონაცემების დამუშავება; ** ასისტენტ პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია. საგანთა ჯგუფი - მონაცემთა ანალიტიკა, დიდი მონაცემების დამუშავება.
მიმართულება -IT პროექტების მენეჯმენტი
** ასისტენტ პროფესორი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია. საგანთა ჯგუფი - IT პროექტების მენეჯმენტი.
მიმართულება - დისკრეტული მათემატიკა
** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია. საგანთა ჯგუფი - დისკრეტული მათემატიკა.
პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 წლის ვადით.
აკადემიური თანამდებობის დაკავების კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა (აკადემიური/პროფესიული ნიშნით), შემდეგი კრიტერიუმებით:
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე — აკადემიური ნიშნით:
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე — პროფესიული ნიშნით:
** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე — აკადემიური ნიშნით:
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე — პროფესიული ნიშნით:
** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში); ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).
თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:
** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები; ** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა; ** ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება; ** საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებშ