ქცევითი თერაპევტი
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში, ისნის ფილიალში.
"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი
კვალიფიკაცია:
- ბაკალავრის დიპლომი ფსიქოლოგიაში (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის ერთ ან მეტწლიანი გამოცდილება (სასურველია; გამოცდილების არქონის შემთხვევაში აუცილებელი იქნება არაანაზღაურებადი სტაჟირების გავლა)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე (სასურველია)
- ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:
- ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითადი პრინციპების ცოდნა
- გუნდური მუშაობის უნარი
- გამართული კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებულობა
სამუშაო დატვირთვა: სრული
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 30 ოქტომბერი, 2026.
გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ იქნება განხილული.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.