იურისტი/ადვოკატი
შპს "სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის/ადვოკატის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: ძირითადად დისტანციური
ანაზღაურება: შეთანხმებით
პოზიციის აღწერა
ჩვენი კომპანია ეძებს გამოცდილ იურისტს/ადვოკატს. პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის ინტერესების დაცვას როგორც შიდა პროცესებში, ისე სასამართლოებსა და სახელმწიფო უწყებებში.
ძირითადი მოვალეობები
** კომპანიის ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სარჩელების, შესაგებებლისა და საჩივრების მომზადება/შეტანა.
** განცხადებების, საჩივრებისა და ნებართვების პროექტების მომზადება, რეგისტრაცია და მონიტორინგი მერიაში, ზედამხედველობის სამსახურსა და სხვა უწყებებში.
** სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ან ჯარიმების სამართლებრივი ანალიზი და მათი გასაჩივრება ადმინისტრაციული ან სასამართლო წესით.
** ნასყიდობის, მიწოდების, ნარდობისა და პარტნიორული ხელშეკრულებების შემუშავება, ასევე შრომით ხელშეკრულებების შედგენაში მონაწილეობის მიღება.
** კომპანიის საქმიანობის (წარმოება, მშენებლობა, ვაჭრობა) სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასება და პრევენცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი იურიდიული განათლება.
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით) და სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება (სავალდებულოა).
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასამართლო დავების წარმოებისა და მერიასთან/ადმინისტრაციულ ორგანოებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "იურისტი/ადვოკატი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.