8300 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

16EY550G გამოქვეყნდა 27 აგვ 4 ნახვა

იურისტი/ადვოკატი

სმოტორსი via jobs.ge
დისტანციური სრული განაკვეთი სამართალი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის/ადვოკატის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 სამუშაო გრაფიკი: ძირითადად დისტანციური ანაზღაურება: შეთანხმებით

პოზიციის აღწერა

ჩვენი კომპანია ეძებს გამოცდილ იურისტს/ადვოკატს. პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის ინტერესების დაცვას როგორც შიდა პროცესებში, ისე სასამართლოებსა და სახელმწიფო უწყებებში.

ძირითადი მოვალეობები

** კომპანიის ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სარჩელების, შესაგებებლისა და საჩივრების მომზადება/შეტანა. ** განცხადებების, საჩივრებისა და ნებართვების პროექტების მომზადება, რეგისტრაცია და მონიტორინგი მერიაში, ზედამხედველობის სამსახურსა და სხვა უწყებებში. ** სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ან ჯარიმების სამართლებრივი ანალიზი და მათი გასაჩივრება ადმინისტრაციული ან სასამართლო წესით. ** ნასყიდობის, მიწოდების, ნარდობისა და პარტნიორული ხელშეკრულებების შემუშავება, ასევე შრომით ხელშეკრულებების შედგენაში მონაწილეობის მიღება. ** კომპანიის საქმიანობის (წარმოება, მშენებლობა, ვაჭრობა) სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასება და პრევენცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი იურიდიული განათლება. ** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით) და სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება (სავალდებულოა). ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასამართლო დავების წარმოებისა და მერიასთან/ადმინისტრაციულ ორგანოებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "იურისტი/ადვოკატი".

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სმოტორსი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა