8687 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

185A37S2 გამოქვეყნდა 1 სექ 72 ნახვა

ტექნიკოს-ინსტალატორი

ორდუნეტი
პირდაპირი

რას ნიშნავს „პირდაპირი“

ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.

ასაქმებ? პირდაპირი განცხადებები სარკისებურ ასლებზე მაღლა ჩანს, განაცხადები პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან აიღე შენი განცხადება უფასოდ.

რუსთავი სტაჟირება სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია - შპს "ორდუნეტ"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინსტალატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ანაზღაურებადი სტაჟირება: ორი თვე

აუცილებელი მოთხოვნა:: კანდიდატი აუცილებელია ფლობდეს ავტომობილის მართვის მოწმობას.

ტექნიკური მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** აბონენტთან შიდა ინტერნეტ ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი, რეკონსტრუქცია/დემონტაჟი; ** ინტერნეტ მომსახურების დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება; ** მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი; კლიენტზე ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რაც საჭიროა მოწყობილობების ნორმალური ექსპლუატაციის შესანარჩუნებლად; ** აბონენტთან ხელშეკრულების და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების/აქტების გაფორმება; ** მასზე აღრიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა. ** სამუშაო პროცესში ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა; ** შესრულებული სამუშაოს რეესტრის წარმოება. ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV), გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@ordunet.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ადგილმდებარეობის მითითებით.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემების - რეზიუმეს (CV- რომელიც შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს) გამოგზავნით, თქვენ გამოთქვამთ თანხმობას, რომ შპს "ორდუნეტ"-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები, შპს "ორდუნეტ"-ის მხრიდან დამუშავდება - მხოლოდ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია - თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ თქვენს რეზიუმეში - მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე - info@ordunet.ge.

საკონტაქტო - 0323 100 700, (303); /ელ.ფოსტა info@ordunet.ge; მის: ზუგდიდი, რუსთაველის #73

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ორდუნეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის