ტექნიკოს-ინსტალატორი
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია - შპს "ორდუნეტ"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინსტალატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
ანაზღაურებადი სტაჟირება: ორი თვე
აუცილებელი მოთხოვნა:: კანდიდატი აუცილებელია ფლობდეს ავტომობილის მართვის მოწმობას.
ტექნიკური მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აბონენტთან შიდა ინტერნეტ ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი, რეკონსტრუქცია/დემონტაჟი;
** ინტერნეტ მომსახურების დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
** მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი; კლიენტზე ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რაც საჭიროა მოწყობილობების ნორმალური ექსპლუატაციის შესანარჩუნებლად;
** აბონენტთან ხელშეკრულების და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების/აქტების გაფორმება;
** მასზე აღრიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა.
** სამუშაო პროცესში ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
** შესრულებული სამუშაოს რეესტრის წარმოება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV), გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ადგილმდებარეობის მითითებით.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემების - რეზიუმეს (CV- რომელიც შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს) გამოგზავნით, თქვენ გამოთქვამთ თანხმობას, რომ შპს "ორდუნეტ"-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები, შპს "ორდუნეტ"-ის მხრიდან დამუშავდება - მხოლოდ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია - თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ თქვენს რეზიუმეში - მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე -.
საკონტაქტო -, (303); /ელ.ფოსტა; მის: ზუგდიდი, რუსთაველის #73
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.