8.982 ilan
← Tüm iş ilanları

18P56JF4 30 Eyl tarihinde yayınlandı 3 görüntüleme

ფიქს პრაისი

ფიქს პრაისი

მარკეტინგის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Görüşülür 31 Eki tarihine kadar başvurun

მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი" 10 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს შერეული სახის პროდუქციას, როგორც საკვებს, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილს და ა.შ .

დღეისათვის კომპანია ფლობს 11 ფილიალს ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავსა და ქ. ბათუმში. ქსელი განაგრძობს გაფართოებას, ასევე სხვადასხვა ქალაქებში ფილიალების გახსნას.

მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია ეძებს მარკეტინგის მიმართულების გამოცდილ და შედეგებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობას, დაგეგმავს და განახორციელებს მარკეტინგულ სტრატეგიას და უზრუნველყოფს მარკეტინგული აქტივობების ეფექტურ მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მარკეტინგული საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კომპანიის ბიზნესმიზნების შესაბამისად;
  • სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეფასება;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი;
  • მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის მონიტორინგი და შედეგების შეფასება;
  • მარკეტინგის დეპარტამენტის საქმიანობის მართვა და გუნდის სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
  • კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა;
  • გარე სააგენტოებთან, პარტნიორებთან და მარკეტინგული მომსახურების მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვასა და კონტროლში მონაწილეობა;
  • მარკეტინგული შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და ანალიზის მომზადება;
  • ახალი მარკეტინგული შესაძლებლობებისა და განვითარების მიმართულებების იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში;
  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მარკეტინგული სტრატეგიისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • თანამედროვე მარკეტინგული ინსტრუმენტებისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა;
  • ენები: ქართული; რუსული (აუცილებელი)

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უ. ჩხეიძის 12.
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 09:00-18:00

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;

მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ფიქს პრაისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე.

მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ფიქს პრაისი
Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz