მარკეტინგის მენეჯერი
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი" 10 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს შერეული სახის პროდუქციას, როგორც საკვებს, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილს და ა.შ .
დღეისათვის კომპანია ფლობს 11 ფილიალს ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავსა და ქ. ბათუმში. ქსელი განაგრძობს გაფართოებას, ასევე სხვადასხვა ქალაქებში ფილიალების გახსნას.
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია ეძებს მარკეტინგის მიმართულების გამოცდილ და შედეგებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობას, დაგეგმავს და განახორციელებს მარკეტინგულ სტრატეგიას და უზრუნველყოფს მარკეტინგული აქტივობების ეფექტურ მართვას.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კომპანიის ბიზნესმიზნების შესაბამისად;
- სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეფასება;
- ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი;
- მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის მონიტორინგი და შედეგების შეფასება;
- მარკეტინგის დეპარტამენტის საქმიანობის მართვა და გუნდის სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
- კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- გარე სააგენტოებთან, პარტნიორებთან და მარკეტინგული მომსახურების მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვასა და კონტროლში მონაწილეობა;
- მარკეტინგული შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და ანალიზის მომზადება;
- ახალი მარკეტინგული შესაძლებლობებისა და განვითარების მიმართულებების იდენტიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში;
- მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- მარკეტინგული სტრატეგიისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- თანამედროვე მარკეტინგული ინსტრუმენტებისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა;
- ენები: ქართული; რუსული (აუცილებელი)
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უ. ჩხეიძის 12.
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 09:00-18:00
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ფიქს პრაისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე.
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.