9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

193N7SD4 გამოქვეყნდა 15 ოქტ 55 ნახვა

ოჯახში დამხმარე

კერძო ოჯახი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
₾2000 / თვეში ბოლო ვადა: 16 ნოე

კერძო ოჯახი თბილისში ეძებს გამოცდილ, პასუხისმგებლიან და სანდო ოჯახში დამხმარეს, რომელიც იზრუნებს სახლის სისუფთავეზე, წესრიგსა და ყოველდღიური საოჯახო საქმეების შესრულებაზე.

ვეძებთ მოწესრიგებულ, კეთილსინდისიერ და ენერგიულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ყოველდღიური საქმეების დამოუკიდებლად დაგეგმვა, ორგანიზება და ხარისხიანად შესრულება.

ძირითადი მოვალეობები:

  • სახლის ყოველდღიური დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება;
  • ოთახების, სამზარეულოსა და სველი წერტილების დასუფთავება;
  • ტანსაცმლის რეცხვა, გაშრობა, დაუთოება და მოწესრიგება;
  • ოჯახისთვის ყოველდღიური საკვების მომზადება;
  • სამზარეულოს, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ნივთების სათანადო მოვლა;
  • სახლის საერთო წესრიგის უზრუნველყოფა და სხვა ყოველდღიური საოჯახო საქმეების შესრულება.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია კერძო ოჯახში;
  • ოჯახური კერძების გემრიელად და ხარისხიანად მომზადების უნარი;
  • სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და კეთილსინდისიერება;
  • დეტალებისადმი ყურადღება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობისა და ოჯახის პირადი სივრცის პატივისცემა;
  • სასურველია წინა დამსაქმებლის რეკომენდაცია.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • ორშაბათი-პარასკევი: 12:00-21:00
  • შაბათი: 15:00-20:00
  • დასვენების დღე: კვირა
  • დასაქმება: გრძელვადიანი

ანაზღაურება:

პირველი 3 თვე (გამოსაცდელი პერიოდი): 2 000 ლარი თვეში გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ: 3 000 ლარი თვეში

ვთავაზობთ სტაბილურ, გრძელვადიან სამუშაოს კომფორტულ, კეთილგანწყობილ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მოკლე ინფორმაცია საკუთარი თავის, სამუშაო გამოცდილებისა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, რეკომენდაციების შესახებ მითითებულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოჯახში დამხმარე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა