უძრავი ქონების სააგენტოს მენეჯერი
ApartHub LLC აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების სააგენტოს მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები: - გაყიდვების გუნდის მართვა და მოტივაცია. - ახალი აგენტების შერჩევა, - ტრენინგი და ადაპტაცია. - გაყიდვების გეგმების შედგენა და შესრულების კონტროლი. - სააგენტოს შიდა სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი. - კონფლიქტური სიტუაციების მართვა და პრობლემების დროული გადაწყვეტა. - ბაზრის ტენდენციების ანალიზი და კონკურენტების მონიტორინგი. - ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება.
აუცილებელი უნარები: - ლიდერობა და გუნდის მართვის გამოცდილება. - ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი. - გაყიდვების პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების სფეროში). - ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა. - CRM სისტემებისა და Microsoft Office-ის ცოდნა. - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. - KPI-ები (შეფასების ძირითადი მაჩვენებლები): - გაყიდვების გეგმის შესრულების პროცენტი. - წარმატებით დახურული გარიგებების რაოდენობა. - აგენტების პროდუქტიულობა. - ახალი ექსკლუზიური ობიექტების რაოდენობა. - კლიენტების კმაყოფილების მაჩვენებელი. - გუნდის შენარჩუნების (Retention) მაჩვენებელი.
ანაზღაურება ფიქსირებული 1000 ლარი + 10% სრული ბრუნვიდან!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბიძინა ნანეიშვილის 2 ოფისი 41
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ან დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში: Ak@apart4u.co +995 590 901 333 https://wa.me/995590901333