საოპერაციო მენეჯერი
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე საოპერაციო დეპარტამენტში.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: - პერსონის მონაცემების პროგრამული ცვლილება/გასწორება; - პერსონების პროგრამული რეგისტრაცია და კონტრაქტის გახსნა; - სამოგზაურო დაზღვევის პროგრამული გამოწერა/გაცემა; - ჯანმრთელობისა და არასიცოცხლის დაზღვევის პოლისების მართვა, კონტრაქტებში ცვლილებების (დამატება, გაუქმება) დაანგარიშება და მონაცემების ასახვა როგორც პროგრამულ სისტემებში, ასევე Excel-ის ბაზებში; - ჩარიცხვების პროგრამული ასახვა და თანხების გადანაწილება შესაბამის პოლისსა და კონტრაქტზე; - კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
რას ვითხოვთ: - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას (განსაკუთრებით MS Excel); - მსგავს პოზიციაზე სასურველ სამუშაო გამოცდილებას; - ანალიტიკური აზროვნებას; - დეტალებზე ორინტირებულობას; - პასუხისმგებლობის გრძნობას; - გუნდური მუშაობის უნარს;
კანდიდატის შერჩევის ეტაპები: - საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება; - გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება; - პერსონალური მონაცემების გადამოწმება; - წინასახელშეკრულებო ეტაპი:შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
რას გთავაზობთ: - საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; - მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; - ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; - პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; - ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - ულიმიტო სასაუბრო დროს; - გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); - კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; - ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/rkx
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.