8628 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

1AW7BTMK გამოქვეყნდა 1 ოქტ 16 ნახვა

შარმ ტრეიდინგი

შარმ ტრეიდინგი

ბრენდ მენეჯერის ასისტენტი

შარმ ტრეიდინგი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 ოქტ

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''

შარმ ტრეიდინგი აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00სთ-18:00 სთ

ფუნქცია-მოვალეობები: - კომპანიის ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან საკომუნიკაციო ენის განსაზღვრა; - მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაციის წარმოება (წერილობითი და ზეპირსიტყვიერი ფორმით); - კომპანიის შეკვეთების მომზადება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად; - პერიოდულად კონკურენტული გარემოს კვლევა და ბაზრის ანალიზი; - ანალიზის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან პრეზენტაციისა და რეპორტის ფორმით; - პრომო აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების მონიტორინგი; - საჭიროების შემთხვევაში ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება; - საწყობში არსებული სარეკლამო მასალების კონტროლი, მერჩენდაიზერებში მასალის განაწილების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირებისა ან/და ეკონომიკის მიმართულებით); - აუცილებელია Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; - აუცილებელია რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო დონეზე); - რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო დონეზე);

დამატებითი უნარები: - გუნდური მუშაობის უნარი; - შედეგზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევას; - თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს; - გამოცდილ ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებენ თქვენს განვითარებაზე; - კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ბრენდ მენეჯერის ასისტენტი“. კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
შარმ ტრეიდინგი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა