საიტის მენეჯერი
m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას საიტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- მშენებლობაზე დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და მოცულობის შეფასება;
- ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება მშენებლობის პროგრესის შესახებ, შესრულების ვადების შედარება მშენებლობის დადგენილ გრაფიკთან;
- ობიექტზე ინსპექტირების ორგანიზება და მართვა, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
- მშენებლობის/რემონტის კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერია, არქიტექტურა);
- Cad (AutoCAD; ArchiCAD) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
- სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობის გამოცდილება;
- სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
აუცილებელი ცოდნა და უნარები
- სამშენებლო-ტექნიკური ნორმები, წესები და სტანდარტების ცოდნა;
- პროექტებისა და ხარისხის მართვის გამოცდილება;
- გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
- MS Office
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საიტის მენეჯერი".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოაღნიშნულ პირობებს.