საკრედიტო ოფიცერი
შპს "მისო ბერმელი / Bermeli" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე ქუთაისსა და ბათუმში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით; ** ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში; ** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel").
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება; ** ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა; ** არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება; ** განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია; ** მიღებული ინფორმაციის ანალიზი; ** სესხის უზრუნველყოფის შეფასება; ** დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა; ** მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა; ** გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი; ** მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი; ** ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება; ** საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა; ** საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული მეტყველება; ** კომუნიკაბელურობა; ** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი; ** ენერგიულობა; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი ** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული; ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა. ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კომპეტენციასა და სამუშაო გამოცდილებაზე დამატებით სამი სახის საბონუსე სისტემა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ტრენინგებს; ** კორპორაციულ ღონისძიებებს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/cbI1
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.