სერვის-ინჟინერი
კომპანია "ინტერლაბი" აცხადებს ვაკანსიას სერვის-ინჟინერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი ლაბორატორიული დანადგარების ადგილზე მიტანა, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება.
- აპარატურის ტექნიკური დიაგნოსტიკა, დაზიანების აღმოჩენა და შეკეთება.
- გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება დანადგარების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციისა და მხარდაჭერის გაწევა.
- ვიზიტები ლაბორატორიებში როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (მივლინებები).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (პრიორიტეტულია: ბიოსამედიცინო ინჟინერია, ელექტროინჟინერია, მექანიკა ან მონათესავე ტექნიკური დარგები).
- სამედიცინო/ლაბორატორიულ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
- ელექტრონული სქემების კითხვისა და ტექნიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი.
- ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური ლიტერატურის დასამუშავებლად); სასურველია რუსული ენის ცოდნაც.
პიროვნული უნარები:
- ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემის ოპერატიულად გადაჭრის უნარი.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
- ანაზღაურება: 1000-2000 ლარი + ბონუსი.
- კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს მუშაობისათვის საჭირო ყველა რესურსით (მათ შორის: ტრანსპორტირებისთვის კომპანიის ავტომობილი, ულიმიტო სასაუბრო დრო და საჭირო ინსტრუმენტები).
ჩვენს შესახებ: 2005 წლიდან კომპანია "ინტერლაბი" ახორციელებს ლაბორატორიების კომპლექსურ მომარაგებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებთან, ასევე მცირე და საშუალო დატვირთვის ლაბორატორიებთან. ვართ ევროპული ლაბორატორიული ტექნიკის, ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://interlab.ge/ka
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.