ადმინისტრაციული მენეჯერი
საქართველოს ფინტექ ასოციაცია ეძებს ადმინისტრაციულ მენეჯერს.
სამუშაოს აღწერა:
** ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა
** ასოციაციის წევრ და პარტნიორ კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია
** ასოციაციის ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა
** ასოციაციის კვლევების დაგეგმვაში და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა
** კონფერენციების და პროექტების ინიცირებაში, დაგეგმვაში და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა
** საჭირო დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, წერილების, პრეზენტაციების მომზადება და კორესპონდენცია
** ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
** სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან მასთან დაკავშირებული მიმართულების კურსდამთავრებული, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია გამოცდილება ადმინისტრაციულ პოზიციაზე
** კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** რეპორტების, ხელშეკრულებების, ინვოისების, წერილების და სხვა დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PPT)
** ინგლისური ენა (B1)
** ფინანსური ტექნოლოგიებისადმი ინტერესი
** სიახლეებისადმი სწრაფვა
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.
პირობები:
1. არასრული სამუშაო გრაფიკი
2. მოქნილი სამუშაო გრაფიკი (დისტანციური)
3. ფიქსირებული ანაზღაურება, დამატებითი ანაზღაურება თითოეული პროექტიდან
4. საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მსხვილ კომპანიებთან და სახელმწიფო უწყებებთან მუშაობის და კომუნიკაციის შესაძლებლობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე - და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 19 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.