ქოლ-ცენტრის ოპერატორი / რეზერვი
ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის (რეზერვი) პოზიციაზე.
ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის ფუნქციონირებას.
დამატებითი ინფორმაცია ცენტრის შესახებ: www.tpl.ge
პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობები - სავალდებულო დაზღვევის პოლისით მოსარგებლე პირებისთვის მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პირველადი კონსულტაციის გაწევა და შემდგომი მოქმედებების განმარტება; - სადაზღვევო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის სატელეფონო არხით მიღება, დამუშავება და შესაბამის პროგრამულ სისტემაში რეგისტრაცია; - მიღებული ინფორმაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დროული გაზიარება და საჭირო კოორდინაციის უზრუნველყოფა; - შესაბამისი შემთხვევების შემდგომი პროცესის მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში; - შემომავალი ზარების დამუშავება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება; - ცენტრში მოქმედი სატელეფონო მომსახურებისა და მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების დაცვა; - მომხმარებლისთვის ზუსტი, გასაგები და პროფესიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა; - საჭიროების შემთხვევაში, ქოლ-ცენტრის მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაში ჩართულობა კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - სასურველია მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება; - მომხმარებელთა მომსახურების ძირითადი პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა; - კომპიუტერული საოფისე პროგრამებისა და ციფრული სამუშაო ინსტრუმენტების გამოყენების უნარი; - რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციის დამოუკიდებლად წარმართვისა და ზარის სრულად დამუშავებისთვის საჭირო დონეზე.
მნიშვნელოვანი უნარები და პიროვნული თვისებები - გამართული და გასაგები ზეპირი კომუნიკაციის უნარი; - მომხმარებელზე ორიენტირებულობა; - ყურადღება დეტალების მიმართ და ინფორმაციის ზუსტად დამუშავების უნარი; - პასუხისმგებლობა და საიმედოობა; - რთულ და არასტანდარტულ სიტუაციებში პროფესიული და კონსტრუქციული კომუნიკაციის უნარი; - რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი; - გუნდური მუშაობისა და ეფექტური კოორდინაციის უნარი; - დისციპლინირებულობა და სამუშაო სტანდარტების დაცვის უნარი; - სამუშაო საჭიროებებთან ადაპტირების უნარი.
სამუშაო პირობები - სამუშაო ფორმატი: დისტანციური; - სამუშაო გრაფიკი: მცოცავი ცვლები, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებს; - პოზიცია ითვალისწინებს ქოლ-ცენტრის თანამშრომელთა ჩანაცვლებას მათი დროებითი არყოფნის პერიოდში, მათ შორის შვებულებისა და დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში; - საწყის ეტაპზე პოზიცია ითვალისწინებს დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლის ჩანაცვლებას; - საჭიროების შემთხვევაში, რეზერვის ოპერატორი ჩაერთვება ქოლ-ცენტრის მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაშიც; - ანაზღაურება და სხვა პირობები: განიხილება შერჩევის პროცესში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/dQ0zrh0
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.