მოძრავი მერჩენდაიზერი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქსეულურ მარკეტებში.
სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი: თბილისი - სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 კვირაში 5 სამუშაო დღე - დასვენება: 2 დღე - ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 – 1200 ლარი (+ გეგმასთან მიბმული ბონუსი 400 ლარამდე); - ულიმიტო სამგზავრო ბარათი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
ფუნქცია/მოვალეობები: - ქსელურ სუპერმაკეტებში კომპანიის ასორტიმენტის თაროებზე სწორი განლაგების უზრუნველყოფა და კონტროლი; - პროდუქციის ფასმაჩვენებლების სისწორის კონტროლი და უზრუნველყოფა; - FIFO-ს პრინციპის დაცვა და ნაშთების კონტროლი; - ობიექტის მენეჯერთან (ან ადმინისტრატორთან) მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის გაშლა/განლაგების უზრუნველყოფა; - მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა; - შეკვეთის სისწორის კონტროლი; - ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში გამოცდილების ქონა; - საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები: - პასუხისმგებლობის გრძნობა; - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ: - განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას; - მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; - Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Fbd2igS
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.