← ყველა ვაკანსია

1DR4GAKQ გამოქვეყნდა 18 ნოე 1 ნახვა

დიზაინერებთან ურთიერთობის მენეჯერი

გორგია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ორიგინალზე გადასვლა ↗

გამოქვეყნდა 18 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებას;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • პარტნიორული ქსელის შექმნა და მართვა: ინტერიერის დიზაინერების, არქიტექტორებისა და დიზაინ-სტუდიების ბაზის ზრდა, განვითარება (სოციალური ქსელები, პორტფოლიოები, გამოფენები) კონტაქტების დამყარება და გრძელვადიანი თანამშრომლობა. მათი პროექტებისა და აქტივობების მუდმივი განახლება.
  • პრეზენტაციები და შოურუმის ტურები: დიზაინერებისთვის ახალი კოლექციების, პრემიუმ ბრენდებისა და ექსკლუზიური პროდუქციის პრეზენტაცია (როგორც შოურუმში, ისე მათ ოფისებში ვიზიტით), ფილების ნიმუშებისა და კატალოგების მომზადება და მიწოდება სამუშაო პროცესის გასამარტივებლად.
  • პროექტების მხარდაჭერა და კონსულტაცია: შერჩევის პროცესში დახმარება - დიზაინერის ნახაზების, სპეციფიკაციებისა და მუდბორდების მიხედვით შესაფერისი ფილების შერჩევა, ალტერნატივების შეთავაზება და ტექნიკური კონსულტაცია. დიზაინერების უზრუნველყოფა ფილების მაღალი რეზოლუციის ფოტოებითა და 3D ტექსტურებით, პროექტის რენდერებში მათ მარტივად გამოსაყენებლად.
  • ლოიალობის პროგრამა და კომერციული მიმართულება: დიზაინერებისთვის კომპანიის ლოიალობის პირობების გაცნობა, მათი კუთვნილი ბონუსების/საკომისიოების დათვლა და დროული ანგარიშსწორების უზრუნველყოფა. სრული ციკლის კონტროლი ფილების შერჩევიდან და რეზერვირებიდან, ობიექტზე მასალის საბოლოო მიწოდებამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება დიზაინის ან არქიტექტურის მიმართულებით;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება დიზაინერულ/არქიტექტურულ სტუდიებში პროექტების ან B2B გაყიდვების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • სასურველია Adobe Substance 3D Sampler, Photoshop ან SketchUp საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office 365.

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკების უნარი;
  • პროექტების ორგანიზების და მართვის უნარი;
  • დროის მართვა და პრიორიტეტიზაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა