9777 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

1G0MSP3X გამოქვეყნდა 9 ოქტ 24 ნახვა

სამედიცინო წარმომადგენელი

ლე ლაბორატუა სერვიეს გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ
დაზღვევა · განცხადებაში

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია "ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში.

სამუშაოს აღწერილობა:

  • რეგიონულ მენეჯერთან შეთანხმებით ჯანდაცვის სპეციალისტებთან და სააფთიაქო ქსელებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება;
  • კომპანიის პროდუქტების შესახებ ექიმებისთვის სამეცნიერო ინფორმაციის მიწოდება;
  • სამიზნე აუდიტორიასთან საპრომოციო ღონისძიებების, მრგვალი მაგიდების და ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება;
  • შესაბამის სამედიცინო მიმართულებაში სამეცნიერო სიახლეების გაცნობა და შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
  • თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტთან მიმდინარე პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით;
  • ადმინისტრაციული საქმიანობა და ყოველდღიური აქტივობების ასახვა სისტემაში;
  • კომპანიის პრომოციის მიზნით აუცილებელი სხვა აქტივობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

დამატებითი უნარები (Soft Skills):

  • კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი;
  • გუნდური მუშაობა;
  • პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება;
  • შედეგებზე ორიენტირებული და პროაქტიული მიდგომა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი;
  • მოქნილობა და სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება.

კომპანია გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომპანიის ავტომანქანას (საწვავის ლიმიტით);
  • პროფესიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • საერთაშორისო გამოცდილებასა და მუდმივ პროფესიულ მხარდაჭერას;
  • შიდა ტრენინგებსა და სწავლების პროგრამებში მონაწილეობას;
  • თანამედროვე საოფისე რესურსებსა და სამუშაო ინსტრუმენტებს.

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი.

საგანში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "სამედიცინო წარმომადგენელი"

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობისთვის.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა