მოლარე
ახალი კაფე-ბარი „მეტეხის კუთხე“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს. სამუშაო მოიცავს მომხმარებლის მომსახურებას, შეკვეთების მიღებასა და სალაროსთან მუშაობას.
სამუშაო პირობები - სამუშაო საათები: 10:00-დან 22:00 საათამდე; - სამუშაო გრაფიკი: საშუალოდ 15 სამუშაო დღე თვეში; - ანაზღაურება: 1,200 ლარი ხელზე თვეში;
თანამშრომლებს წინასწარი შეთანხმებით შეეძლებათ ერთმანეთში ცვლების გაცვლა.
ძირითადი მოვალეობები - მომხმარებლის შეკვეთების მიღება; - სალაროს პროგრამასთან მუშაობა და ანგარიშსწორება; - ნაღდი და უნაღდო გადახდების მიღება; - შეკვეთების სწორად დაფიქსირება და სამზარეულოსთვის გადაცემა; - მომხმარებელთან თავაზიანი და მოწესრიგებული კომუნიკაცია; - სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; - ცვლის ბოლოს სალაროს სწორად ჩაბარება.
მოთხოვნები - პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა; - კომუნიკაბელურობა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი; - ყურადღება და სიზუსტე ანგარიშსწორებისას; - სისუფთავისა და სამუშაო წესრიგის დაცვა; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ადგილი: მეტეხის აღმართი №14
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ: Info@theoptimisticvision.ge ან დაგვიკავშირდით: +995 595 967 849