რესტორნის ადმინისტრატორი
საცხობების ქსელი “ანტრე”, რომელიც დღეისათვის თბილისში, ლონდონში და ბაქოში 30 კაფეტერიას აერთიანებს ახალი ტიპის ექსკლუზიურ რესტორანს ხსნის - სოლოლაკში
ჩვენ ვეძებთ სარესტორნო სფეროში გამოცდილ პროფესიონალებს: ანტრე აცხადებს ვაკანსიას რესტორნის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
საწყისი ანაზღაურება: 3000 ლარი განაკვეთი: 8 საათი დღეში
ძირითადი მოვალეობები: - რესტორნის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ მართვის ყველა ეტაპში მონაწილეობა - სრული ოპერაციული ციკლის დაგეგმვასა და აღსრულებაში მონაწილეობა - გუნდის მართვაში მონაწილეობა - გაყიდვების ანალიზი
მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - ინგლისური ენის ცოდნა; - სარესტორნო საქმეში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილების ქონა
უნარ-ჩვევები: - საკუთარი დროისა და რესურსების მართვის უნარი; - კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები; - პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: - CV; - 3x4 ფოტოსურათი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის შემდეგ მისამართზე და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.