8418 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

1GVA85W7 გამოქვეყნდა 25 აგვ 17 ნახვა

სასტუმრო Castello Mare

სასტუმრო Castello Mare

IT მხარდამჭერი

სასტუმრო Castello Mare გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
₾1200–1500 / თვეში ბოლო ვადა:

სასტუმრო Castello Mare აცხადებს ვაკანსიას IT მხარდამჭერის / IT Support პოზიციაზე.

ხელფასი 1200-1500 ლარი ქობულეთი, ციხისძირი კასტელო მარე

ძირითადი მოვალეობები - სასტუმროს თანამშრომლებისთვის ყოველდღიური IT ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა; - კომპიუტერების, ლეპტოპების, პრინტერების, სკანერებისა და სხვა საოფისე ტექნიკის ინსტალაცია, კონფიგურაცია და პრობლემების აღმოფხვრა; - Windows ოპერაციული სისტემების, Microsoft Office / Microsoft 365-ისა და სხვა სამუშაო პროგრამების მხარდაჭერა; - მომხმარებლის ანგარიშების, პაროლების, წვდომებისა და სამუშაო სადგურების მართვა; - სასტუმროს PMS სისტემის (Opera / Fidelio ან ანალოგი) პირველადი ტექნიკური მხარდაჭერა; - POS სისტემების, რესტორნისა და ბარის სამუშაო სადგურების, პრინტერებისა და შესაბამისი მოწყობილობების მხარდაჭერა; - სასტუმროს შიდა LAN/Wi-Fi ქსელის მუშაობის მონიტორინგი და პირველადი დიაგნოსტიკა; - Access Point-ების, Switch-ების, Router-ებისა და სხვა ქსელური მოწყობილობების მდგომარეობის კონტროლი; - Guest Wi-Fi-სა და თანამშრომლების ქსელთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა; - IP ტელეფონიისა და სასტუმროს შიდა სატელეფონო სისტემის მხარდაჭერა; - სასტუმროს ნომრებში არსებული Smart/Hospitality TV და IPTV სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა; - ქსელური და ადგილობრივი პრინტერების, მათ შორის Front Office, Back Office და F&B პრინტერების მხარდაჭერა; - Front Office, Housekeeping, F&B, Finance, Sales და სხვა დეპარტამენტების IT საკითხებზე ოპერატიული დახმარება; - სასტუმროს შეხვედრებისა და ღონისძიებების დროს აუდიო/ვიდეო, პროექტორის, ეკრანის, ინტერნეტისა და სხვა ტექნიკური მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; - IT ინციდენტების რეგისტრაცია, პრიორიტეტიზაცია და დროული მოგვარება; - რთული ტექნიკური პრობლემების შესაბამის მომწოდებელთან ან მაღალი დონის IT სპეციალისტთან ესკალაცია; - სერვერების, ქსელური მოწყობილობებისა და კრიტიკული IT სისტემების მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი; - სისტემების Backup-ისა და მონიტორინგის სტატუსის შემოწმება შესაბამისი პროცედურების მიხედვით; - ანტივირუსული დაცვისა და IT უსაფრთხოების საბაზისო მოთხოვნების შესრულების კონტროლი; - ახალი თანამშრომლებისთვის კომპიუტერის, ელფოსტის, მომხმარებლის ანგარიშისა და საჭირო პროგრამების მომზადება; - თანამშრომლის გათავისუფლების შემთხვევაში შესაბამის სისტემებზე წვდომების გაუქმებაში მონაწილეობა; - IT მოწყობილობების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა — კომპიუტერები, მონიტორები, ტელეფონები, პრინტერები, ქსელური მოწყობილობები და სხვა ტექნიკა; - სათადარიგო მოწყობილობების, კაბელების, აქსესუარებისა და IT მასალების მარაგის კონტროლი; - ტექნიკური დოკუმენტაციის, მოწყობილობების სიებისა და შესრულებული სამუშაოების განახლება; - სასტუმროს IT სტანდარტებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა; - საჭიროების შემთხვევაში IT სისტემების გაუმჯობესებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში მონაწილეობა; - კრიტიკული IT შეფერხებების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და სასტუმროს ოპერაციების აღდგენის ხელშეწყობა; - ცვლაში ან On-Call რეჟიმში მუშაობა საჭიროების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სასტუმრო Castello Mare
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის