შესყიდვების მენეჯერი
მულტიბრენდული შოურუმი "ბელ მეზონი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პარტნიორ ბრენდებთან თანამშრომლობის სრული ციკლის მართვა და კონტროლი
** შესყიდვების/იმპორტის ორგანიზება, ლოჯისტიკა და მასთან დაკავშირებული პროცედურები
** ნაშთების კონტროლი, გაყიდვების სტატისტიკისა და სხვა რეპორტების წარმოება / ანალიზი
** პარტნიორ ბრენდებთან მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და კონტროლი
** კომერციული გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობის მიღება
** აქტიური მონაწილეობა ბრენდინგში და პარტნიორებისგან სარეკლამო მასალების უზრუნველყოფა
** გაყიდვების გუნდისთვის ტრენინგების ჩატარება და სამოტივაციო პროგრამების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების / მენეჯმენტის / მარკეტინგის მიმართულებით
** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება იმპორტსა და ლოჯისტიკაში
** საერთაშორისო ბიზნეს მოლაპარაკებებში გამოცდილება
** მარკეტინგული აქტივობებისა და კამპანიების შემუშავება / დანერგვის გამოცდილება
** ანალიტიკური უნარები, Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პირობები:
** 10:00-19:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 1 საათი შესვენება
** 5000 ლარი ხელზე + ბონუსი
** გამოსაცდელი ვადა 6 თვე, ანაზღაურებადი
დამატებითი ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86
ვებგვერდი: https://bellemaison.ge
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: და "subject"-ში მიუთითეთ "შესყიდვების მენეჯერი" პოზიცია.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.