9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

1J71G5KD გამოქვეყნდა 9 ოქტ 42 ნახვა

ფილიალის მენეჯერი

ექსპრეს ქსელი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1400 / თვეში ბოლო ვადა: 10 ნოე

შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 115 -მდე ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი სახელფასო რეინჯი: 1400 ლარი (net) + ბონუსი, მაღაზიის გეგმის შესრულების შემთხვევაში. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:00, შაბათი 09:00-14:00.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასაქონლო ნაშთებისა და მარაგების მართვა;
  • პროდუქციის შეკვეთა მიღება/მითვლა;
  • პროდუქციის ჩამოწერა ან/და მომწოდებლისთვის დაბრუნება;
  • პროდუქტის ვადის კონტროლის მუდმივი უზრუნველყოფა;
  • უზრუნველყოს ფილიალის მიერ გეგმების შესრულება და აღნიშნულის კონტროლი.
  • განახორციელოს დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
  • სალარო ოპერაციების მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
  • საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე ან დაგვიკავშირდით (10:00 საათიდან 18:00 საათამდე).

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ფილიალის მენეჯერი ბათუმში. შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა