9909 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

1K2DSP5R გამოქვეყნდა 21 ოქტ 15 ნახვა

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო

გაყიდვების მენეჯერი

ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1000 / თვეში −57% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,352 ₾ · 151 განცხადება ბოლო ვადა: 19 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

„ირაო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

„ირაო“ ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 22 წელია წარმატებით ემსახურება მომხმარებელს. კომპანია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრია. ჩვენ ვქმნით ჯანსაღ და კოლეგიალურ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს საკუთარი უნარების სრულად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა აქვს.

სამუშაო პირობები: - ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ბოჭორიშვილის ქ. 88/15 - გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30–18:30 სთ - ანაზღაურება: ფიქსირებული 1,000 ლარი (ხელზე ასაღები) და ყოველთვიური ბონუსი

ძირითადი მოვალეობებია: - საცალო და კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება; - კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება; - გაყიდვის სრული ციკლის მართვა, პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; - გაყიდვების დადგენილი მიზნების შესრულება.

თქვენგან ველით: - დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარს; - პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას; - მიზანდასახულობასა და შედეგზე ორიენტირებულობას; - სადაზღვევო სფეროთი დაინტერესებას; - გაყიდვების სფეროში ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას (სასურველია საბანკო, საფინანსო ან სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება).

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიულ ტრენინგებს; - კარიერული ზრდის შესაძლებლობას; - სამოტივაციო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს; - მუშაობას საერთაშორისო ჯგუფის წევრ, სტაბილურ კომპანიაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

ირაო გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა