9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

1KWDNV66 გამოქვეყნდა 10 ოქტ 23 ნახვა

საცალო გაყიდვების მენეჯერი

სქაიტელი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1000 / თვეში −57% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,352 ₾ · 151 განცხადება ბოლო ვადა: 11 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • დასაქმების ადგილი - შიდა ქართლი;
  • სამუშაო არეალი - შიდა ქართლი;
  • დაქვემდებარება - საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება);
  • ანაზღაურება - 1000 ლარი + ბონუსი.

დამატებით სარგებელი:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • FitPass (კორპ. პირობებით);
  • ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით);
  • კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება.

დამატებითი მოთხოვნა - კანდიდატს აუცილებელია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის ანაზღაურებას).

ფუნქცია - მოვალეობები:

  • ბაზრის კვლევა/გაყიდვების ახალი არხების მოძიება;
  • ახალი აბონენტების მოზიდვაზე მუდმივად ზრუნვა;
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვის მიზნით კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებლებთან, კომპანიის სერვისისა და პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;
  • საცალო გაყიდვების აგენტების კოორდინაცია;
  • საჭიროების მიხედვით, შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველი უმაღლესი განათლება;
  • იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office - ის საბაზისო ცოდნა.

უნარები/შესაძლებლობები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • გუნდური მუშაობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე და სერვისზე ფოკუსირებული.

პიროვნული მახასიათებლები:

  • ინიციატივიანი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებული.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმდებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საცალო გაყიდვების მენეჯერი - შიდა ქართლი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა