მერჩენდაიზერი
Funky Brands არის სწრაფად მზარდი სტარტაპი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი პორტფელი ამ ეტაპზე მოიცავს: "Franui", "Brite" და "Le Tribute"-ს.
ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო ბრენდული გამოცდილების შექმნაში.
სამუშაო აღწერილობა
- სავაჭრო ობიექტებში რეგულარული ვიზიტი, პროდუქციის წარმოჩენა მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით;
- პროდუქციაზე სარეკლამო მასალების, ფასებისა და ფას-მაჩვენებლების განთავსება;
- პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
- კონკურენტების აქტივობების, პროდუქციის განლაგებისა და ფასების მონიტორინგი;
- საცალო ვაჭრობის პერსონალთან და მაღაზიის მენეჯერებთან აქტიური კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების შეთანხმება;
- ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით, პრიორიტეტულია რითეილ ან FMCG სფერო;
- მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მნიშვნელოვანია პროდუქტის პრეზენტირების უნარი და დეტალებისადმი ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ხუთი სამუშაო დღე, 09:00-18:00,
სოც. ქსელები: Franui Instagram: https://www.instagram.com/franui.ge Franui FB: https://www.facebook.com/share/1BchX13ZGa/?mibextid=wwXIfr Franui TikTok: https://www.tiktok.com/@franui.ge
Brite Instagram:
https://www.instagram.com/britedrinksgeorgia Brite FB: https://www.facebook.com/share/1ABGxSwrw2/?mibextid=wwXIfr Brite TikTok: https://www.tiktok.com/@brite.georgia
Le Tribute Instagram: https://www.instagram.com/le_tribute_ge
Funky website: https://www.funkybrands.ge/
რატომ "ფანკი ბრენდს"?
- იქნები მხიარული, კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი;
- შესაძლებლობა გექნება იმუშაო საინტერესო და ინოვაციურ ბრენდებთან;
- შესაძლებლობა გექნება ხელი შეუწყო ჩვენი ბრენდების აღქმასა და პოპულარობას საქართველოში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე.