უძრავი ქონების აგენტი
Best Sellers Group აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი
ჩვენს შესახებ: Best Sellers Group არის დინამიკური და მზარდი კომპანია უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევასა და გუნდის წევრების მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე.
თუ ეძებ სამუშაოს, სადაც შენი შემოსავალი არ არის შეზღუდული და პირდაპირ დამოკიდებულია შენს შრომასა და აქტიურობაზე, ეს ვაკანსია შენთვისაა! გამოცდილება არ არის სავალდებულო — ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ სწავლებასა და მხარდაჭერას ნულოვანი ეტაპიდან.
ძირითადი მოვალეობები: - უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი და ახალი ობიექტების (ბინები, კომერციული ფართები) მოძიება; - მესაკუთრეებთან და პოტენციურ მყიდველებთან/მოიჯარეებთან კომუნიკაცია; - ობიექტების ადგილზე დათვალიერება, ფოტო/ვიდეო გადაღება და აღწერილობის მომზადება; - კლიენტებისთვის ობიექტების პრეზენტაცია და ჩვენება; - მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დადებაში მონაწილეობა.
მოთხოვნები: - გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; - პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; - ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); - საოფისე პროგრამებისა და სოციალური ქსელების საბაზისო დონეზე ცოდნა.
რას გთავაზობთ: - მაღალ გამომუშავებაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას (მოქნილი და მაღალი საკომისიო სისტემა); - უფასო პროფესიულ სწავლებას და გამოცდილი მენტორების მხარდაჭერას; - მოქნილ სამუშაო გრაფიკს; - მეგობრულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; - კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე ან დაგვიკავშირდით: ტელეფონი: +995 511 12 69 18
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.