გარე გაყიდვების აგენტი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება F2F პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაოს მდებარეობა: ბათუმი - სხვადასხვა ღია და დახურული საჯარო სივრცეები (კარფურის ფილიალი, ბათუმი მოლი, მეტრო სითი, ბათუმის ბულვარი, პარკები და სხვა)
ჩვენ გთავაზობთ:
** საათობრივ ანაზღაურებას - სრული განაკვეთი (8 საათი) დარიცხული 114, 4 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი (4 საათი) - დარიცხული 57, 2 ლარი დღეში; ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს : ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00); ** მინიმუმ 12 საათი კვირაში
ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები:
** საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში; ** პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ** ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; ** მოქალაქეებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-საიტზე რეგისტრაცია; ** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან და შინაგანაწესის დაცვა; ** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია); ** ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც; ** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია); ** ქართულად გამართულად მეტყველების უნარი; ** მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: f2fprojectmanager@redcross.ge და admin@redcross.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების აგენტი - ბათუმში" დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.
გისურვებთ წარმატებას!