გაყიდვების მენეჯერი
"iCAUR" წარმოადგენს Chery Group-ის ახალ თაობის საავტომობილო ბრენდს, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური, ელექტრიფიცირებული ავტომობილების შექმნაზე. ბრენდი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამორჩეულ დიზაინს, მაღალ წარმადობასა და კომფორტს.
კომპანია საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობის ფარგლებში ხსნის ახალ ავტოცენტრს, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურებისა და საავტომობილო გამოცდილების შეთავაზება.
კომპანია "iCAUR" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მოზიდვა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- მომხმარებლებისთვის iCAUR-ის ავტომობილების, ტექნიკური მახასიათებლების, უპირატესობებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- ავტომობილების პრეზენტაციისა და სატესტო დრაივების ორგანიზება;
- მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
- გაყიდვების პროცესის სრულად მართვა - პირველადი კომუნიკაციიდან გარიგების დასრულებამდე;
- მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების ხელშეწყობა;
- ინდივიდუალურ და კორპორატიულ მომხმარებლებთან თანამშრომლობა;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების მონიტორინგი;
- გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებისა და გაფორმების პროცესის კოორდინაცია;
- არსებული მომხმარებლების შემდგომი კომუნიკაცია (Follow-up) და გაყიდვის შემდგომი ურთიერთობის შენარჩუნება;
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს შესწავლა, მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი;
- გაყიდვების შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- საავტომობილო სფეროში, განსაკუთრებით ავტომობილების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გაყიდვების პროცესის მართვისა და კომერციული შეთავაზებების მომზადების გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- 1C სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
- შედეგზე და მიზნის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პროაქტიულობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- თანამედროვე საავტომობილო ბრენდთან მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და შედეგებზე ორიენტირებულ ბონუსურ სისტემას;
- პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 117 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შაბათი 10:00-15:00 ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "გაყიდვების მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "იტას" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.